მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რის სანქცირებას ითხოვენ - სამების ტაძრის? დაბრუნებული ღირსების გრძნობის?-მათიკაშვილი:

ნახვები: 453 რის სანქცირებას ითხოვენ - სამების ტაძრის? დაბრუნებული ღირსების გრძნობის?-მათიკაშვილი:

„როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება და პირიქით, სადისტური რეჟიმის შემოქმედების, თვალსაჩინო და ევროპული სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული ანტიგმირების, გმირებად და მოწამეებად მონათვლა!!!

 

საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?! თეატრების და მუზეუმების გადარჩენის და აღდგენის? ! შენარჩუნებული და გადარჩენილი ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის?! თუ სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?! ეს სია ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ღვაწლის ჩამონათვალი შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს....

 

ევროპული ღირებულებები და ფასეულობები პირველ რიგში სიმართლის აღიარებას და პატივისცემას გულისხმობს, სიმართლეს რომელსაც ტყუილი, "ფეიკი" და ვიწრო პარტიული თუ ლობისტური ინტერესები ვერაფერს დააკლებს. სიმართლე კი არის მხოლოდ ერთი და ის მდგომარეობს შემდეგში: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული მოამაგეა ჩვენი სამშობლოსი, მისმა მოღვაწეობამ დათესა უდიდესი სიყვარული და სწორედ ამ სიყვარულით, სრულიად დამსახურებულად უყვარს ის ქართველ ხალხს“,-ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა