მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება-ვიქტორ ყიფიანი

ნახვები: 456 ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება-ვიქტორ ყიფიანი

ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ უფლებას, ბრალდებები ისევე ხელაღებით გავისროლოთ ვინმეს მისამართით, როგორც ეს ჩვენი მისამართით ხდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გარკვეულ გარემოებათა და ფაქტების თანხვედრა ძალიან არაკეთილსასურველი და საეჭვო წაკითხვისა და ვარაუდების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მძიმე ბრალდებები კონკრეტული დასაბუთების გარეშე.

„იქ მედიათავისუფლებაზე იყო საუბარი. მე უფრო მედიათავაშვებულობაზე ვისაუბრებდი საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალების შემყურე. ჩვენი ვარაუდი არის ის, რომ ამ პროცესების ფესვი და ახსნა გაცილებით უფრო ღრმაა და ეს გარკვეულწილად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ ვუსწრებთ მოვლენებს. ჯერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება – ეს სიმშვიდე ჩვენზე, გუნდის წევრებზეც გადმოდის. გარდა ამისა, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი ან ინიციატორია, თითქოს და მან შეცდომა დაუშვა ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს და შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, კანონის ენით, სამართლიანობის მოშველიებით დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოში გავალთ“, – განაცხადა ყიფიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა