მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია-ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

ნახვები: 447 უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია-ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

მან ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებითა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

„ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებითა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ამ ომში გამარჯვებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, „სტრატეგიული კომპასი“ მკაფიოდ უსვამს ხაზს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშროლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების გაძლიერებას“, – განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, რუსეთის აგრესიამ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალი რეალობა შექმნა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონული სტრუქტურა ძალაში რჩება და არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესების ასახვისთვის. ის ასევე არის ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების სასარგებლოდ. უსაფრთხო, მშვიდობიანი და აყვავებული ევროპა არის მიზანი, რომელსაც ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან ვიზიარებთ“, – განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები მოიცავს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ეკოლოგია, კავშირგაბმულობა, ციფრული სფერო, ადამიანთა შორის კონტაქტები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა