მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მთავრობის თხოვნაა, გაკეთდეს განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა-გია ვოლსკი

ნახვები: 448 მთავრობის თხოვნაა, გაკეთდეს განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა-გია ვოლსკი

მთავრობის მხრიდან კონკრეტული თხოვნაა, გაკეთდეს კონკრეტული განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომლის მიხედვით, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

ვოლსკის თქმით, „პრეზიდენტის დასჯაზე საუბარი არის სრული ბოდვა, რომელიც კარგად იყიდება, მით უმეტეს, თუ ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა გაგაჩნია დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით“.

 

„მთავრობის მხრიდან კონკრეტული თხოვნაა, გაკეთდეს კონკრეტული განმარტება, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლებამოსილება, შეაჩეროს ელჩების დანიშვნა პრობლემური მოქმედებით და არა რაიმე აქტის გამოცემით, რომელსაც არ ითვალისწინებს კონსტიტუცია. მოქმედება არის არდანიშვნა, ამ მოქმედებით ეწინააღმდეგება თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციურ ნორმებს, ეს უნდა დადგინდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა