4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ხელისუფლებამ პრეზიდენტს ასწავლოს ჭკუა და მიუთითოს თავისი ადგილი-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 506 ხელისუფლებამ პრეზიდენტს ასწავლოს ჭკუა და მიუთითოს თავისი ადგილი-პაატა მანჯგალაძე

ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინა ჭკუა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვით, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

პაატა მანჯგალაძის თქმით, სარჩელს აქვს არა სამართლებრივი, არამედ მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, რომ პრეზიდენტს მიუთითონ თავისი ადგილი.

 

„კომპეტენციებზე დავის პრაქტიკა არსებობს და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, მაგრამ მაკვირვებს „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ არ გეგმავდნენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინათ ჭკუა. ამას არ აქვს სამართლებრივი სარჩული, აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, რომ პრეზიდენტს ასწავლონ ჭკუა, მიუთითონ თავის ადგილი. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ფაქსიმილიეს აპარატია, რასაც მთავრობა შეუტანს, ყველაფერი უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა