ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

რაც უფრო მალე ჩაერთვებიან მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევაში ომის დასასრულებლად, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის-ანტონიო გუტერეში

ნახვები: 484 რაც უფრო მალე ჩაერთვებიან მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევაში ომის დასასრულებლად, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის-ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისკენ ყველასთვის, ვინც ამას საჭიროებს, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციისკენ და სამოქალაქო პირების სასწრაფო დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. გაერო ჰუმანიტარული ძალისხმევის ერთგულია. თუმცა, როგორც მე თავიდანვე აღვნიშნე, კონფლიქტის დარეგულირება საჭიროებს მოლაპარაკებებსა და დიალოგს. რაც უფრო მალე ჩაერთვებიან მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევაში ამ ომის დასასრულებლად, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის. გაერო მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ასეთ ძალისხმევას“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ კონფლიქტმა უკვე იმსხვერპლა ათასობით სიცოცხლე, გამოიწვია წარმოუდგენელი ნგრევა, გადაასახლა მილიონობით ადამიანი, გამოიწვია ადამიანის უფლებების მიუღებელი დარღვევები და წარმოშვა სამგანზომილებიანი გლობალური კრიზისი – სასურსათო, ენერგეტიკული და ფინანსური, რაც მისი თქმით, დარტყმას აყენებს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს და ეკონომიკებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა