მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ნახვები: 452 მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამთენიისას რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შესაბამის ინფორმაციას ოდესის საქალაქო საბჭო ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობებით, დაშავებულია ორი ადამიანი.

საოკუპაციო ძალებმა დარტყმა ფრთოსანი რაკეტით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან განახორციელეს. რუსეთმა სარაკეტო იერიში სასოფლო სამეურნეო საწარმოზე მიიტანა, დაიბომბა საწყობები. სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მანამდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის ოლქში ზღვის თავზე ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, კიდევ სამი რაკეტა კი – მიკოლაევის ოლქში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა