War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს-პუტინი

ნახვები: 431 უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს-პუტინი

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს: ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით. მარცვლეულის ექსპორტის რამდენიმე გზა არსებობს: პირველი, შეიძლება ექსპორტი იმ პორტებით, რომლებიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის შავი ზღვის აუზის პორტები – ოდესა და მიმდებარე პორტები. ნავსადგურების მისადგომები ჩვენ არ დაგვინაღმავს, ეს იყო უკრაინა, რომელმაც დანაღმა. მე უკვე ბევრჯერ ვუთხარი ყველა ჩვენს კოლეგას: განაღმონ და მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა დატოვონ სადგურები. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ მათ მშვიდობიან გავლას საერთაშორისო წყლებში“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, უკრაინული პორტების განაღმვისას რუსეთის ზღვიდან არანაირ თავდასხმა არ განახორციელებს. მისივე თქმით, რუსული მხარე მის კონტროლქვეშ არსებული უკრაინული პორტების განაღმვის სამუშაოებს ამთავრებს.

„არის მარცვლეულის ექსპორტის კიდევ ერთი შესაძლებლობა. ეს არის აზოვის ზღვის პორტები – ჩვენ კონტროლქვეშ არსებული ბერდიანსკი, მარიუპოლი. ჩვენ მზად ვართ, უპრობლემოდ უზრუნველვყოთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ყველა ამ პორტით“, – განაცხადა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა