მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერი - უნდა არსებობდეს მკაფიო ხედვა უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის

ნახვები: 448 ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერი - უნდა არსებობდეს მკაფიო ხედვა უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის

მე ვიცი და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო ხედვა უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, რადგან ამ ქვეყნებს და ამ ქვეყნების მოქალაქეებს სურთ, ჰქონდეთ დემოკრატიული საზოგადოება, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ კოვაჩევსკმა ბრატისლავაში, GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყნებს სურთ, აირჩიონ თავიანთი მომავალი როგორც ეკონომიკურად აყვავებულმა ქვეყნებმა.

„მათ სურთ, აირჩიონ თავიანთი მომავალი როგორც ეკონომიკურად აყვავებულმა ქვეყნებმა, სადაც იქნება სოციალური სამართლიანობა ყველა მოქალაქისთვის და კრიტიკული აზროვნების თავისუფლება, რომელიც არის ევროკავშირის ღირებულებები. ნორმალურ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი ყველას მიერ. ჩვენ როგორც ქვეყანა და რეგიონი ვაჩვენებთ ჩვენ მხარდაჭერას უკრაინის მოსახლეობის და მთავრობის მიმართ. მეორე მხრივ, ახლა ევროკავშირს ორი პრობლემა აქვს: ერთი არის გადაწყვეტილებები დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით, სადაც თუ არ იქნება გადაწყვეტილება, სანდოობა შემცირდება, აქტუალობა შემცირდება და ამ დროს, როდესაც ეს ფაქტორები მცირდება, ნაციონალიზმი იზრდება, რაც დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია. ჩვენ არ გვსურს ეს. მეორე მხრივ, პროცესი მოლდოვისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის იქნება განსხვავებული და ჩვენ ვხედავთ ამას ევროკავშირის განცხადებებიდან და ევროკავშირის ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებისგან. ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ არ აქვთ უნარი და შესაძლებლობა, რომ დაიწყონ სრულფასოვანი მოლაპარაკებები და გაწევრიანების პროცესი. ახლა მთავარი გადაწყვეტილება არის მკაფიო შეტყობინების გაგზავნა გაბედული გადაწყვეტილებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ივნისის შემდეგ წინსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა