მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა, თუ მკურნალობა

ნახვები: 452 შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა, თუ მკურნალობა

ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს მოხდილი, განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სერვისი მიეწოდება.

„მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით არის ორი განზომილება: ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული – ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეები, ეს არის დადასტურებული. არავის ამ ქვეყანაში ეჭვი არ ეპარება ამ საკითხში, თუ მიკერძოებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის გამო, სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდები, მეტ-ნაკლებად ყველა ამ მომენტს შეეგუა. მეორე, ეს გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი, ისევე, როგორც დანარჩენი 9 000-ზე მეტი პატიმრისა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაშია, ასევე არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი და განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მეორე, მისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს მიწოდებული და ამას სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულება ახერხებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა