ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს

ნახვები: 475 ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. თან იმავდროულად შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა