ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

განცხადებით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთებინა „ევროპის სახალხო პარტიას“, ქვეყნის ინტერესი ზიანდება-

ნახვები: 482 განცხადებით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთებინა „ევროპის სახალხო პარტიას“, ქვეყნის ინტერესი ზიანდება-

მიმაჩნია, რომ განცხადებით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპის სახალხო პარტიას“ გააკეთებინა, ქვეყნის ინტერესი ზიანდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მხრივ, ხელს აწერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, მეორე მხრივ კი, ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.

„დღეს ყველა უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ პროევროპული რესურსის სასრგებლოდ, მოხდეს რესურსის მობილიზება, რაც ქვეყნის გარეთ გვაქვს. ვხედავთ ამის საწინააღმდეგოს. ვინ იძლევა გარანტიას, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება უარყოფით გავლენას არ მოახდენს? „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხელით ხელს აწერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.

რატომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა სტრასბურგსა და ბრიუსელში და რატომ არ ისმის არც ერთი ევროკავშირის მხარდამჭერი განცხადება? ამის მიზეზია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არც ერთი რეფორმა არ გაატარა, მათ შორის მათი მხარდამჭერები მიუთითებდნენ, რომ უნდა გატარებულიყო რეფორმა სასამართლოსა და პარლამენტში, უნდა მოახდინოთ ძალაუფლების გადანაწილება ოპოზიციასთან და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ ვნახეთ. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი რჩევები, რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს სხვა მოცემულობაა და ქვეყნის ინტერესი, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, პარტიული ინტერესების გამო არ უნდა დაზიანდეს. არის სიტუაცია, როცა კონკრეტული ქმედების გამო ქვეყნის ინტერესი ზიანდება. მიმაჩნია, რომ განცხადებით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპის სახალხო პარტიას“ გააკეთებინა, ქვეყნის ინტერესი ზიანდება. შინაარსის მიმართ არ მაქვს პრობლემა. აღნიშნული განცხადება შეიძლებოდა, ერთი თვის მერეც გაკეთებულიყო. დღეს რომ ამას აკეთებ, როდესაც ათ დღეში უნდა გადაწყდეს, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამის პერსპექტივას უშლი ხელს. ეს არის ცალსახა, რასაც გვერდს ვერ ავუვლი. ამ დროს ასეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. საქმე აჩენს, რომ მათი ქმედება ქვეყნისთვის საზიანოა და ამაზე ხმამაღლა უნდა ითქვას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა