ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ნახვები: 484 დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“ აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას, რომელიც აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.

„მადლობა სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა