აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება
ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“
ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები

ეროვნული არქივის კინოდარბაზში 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა დაიწყო

ნახვები: 564 ეროვნული არქივის კინოდარბაზში 60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა დაიწყო

რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივა – „60-იანი წლების ქართული კინო“ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში დღეს მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე, რომელიც 19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი იხილავს მხატვრულ ფილმებს: ლანა ღოღობერიძის „ფერისცვალება“, ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას „თეთრი ქარავანი“, ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“, გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და „ფიროსმანი“, ალექსანდრე რეხვიაშვილის „მე-19 საუკუნის ქრონიკა“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“, ელდარ შენგელაიას „შერეკილები“, მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი, მწვანე ველი“ და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება”. რეტროსპექტივას დახურავს თენგიზ აბულაძის „მონანიება“.

ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა