მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "პუტინის საომარ მანქანას აუძლურებენ"-ლაიენი

ნახვები: 452 რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "პუტინის საომარ მანქანას აუძლურებენ"-ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ EU-ს, აშშ-სა და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "პუტინის საომარ მანქანას აუძლურებენ".

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ლაიენმა თქვა, რომ რუსეთის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის გადარჩენის ან ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხი და "ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გლობალურ წესრიგს".

ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაამარცხოს რუსეთი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინის აღმშენებლობაში. 

"ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები დავეხმარებით უკრაინას ფერფლიდან ამოსვლაში", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში გუშინ დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალური სანქციები დააწესონ.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა