ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში ფიზიკურად ვერ იქნება ოპოზიცია დამნაშავე-იაგო ხვიჩია

ნახვები: 478 თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში ფიზიკურად ვერ იქნება ოპოზიცია დამნაშავე-იაგო ხვიჩია

დღეს თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში ფიზიკურად ვერ იქნება ოპოზიცია დამნაშავე, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს თუ საქართველოს დასავლურ მომავალს საფრთხე შეექმნება, ამაში უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იქნება ოპოზიცია დამნაშავე, მიუხედავად იმისა, სად დაძვრება, რომელ კაბინეტში რას აკეთებს. იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სწორი ქმედებებით, ნებისმიერი ოპოზიციონერის მიერ გაკეთებული ასეთი ცუდი საქციელი გადაფაროთ და უფრო გასაგებად უთხრათ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ამას არ  აკეთებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლება ვერ ხვდება შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტს და მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, შედეგებზე პასუხისმგებლობას კი ოპოზიციას აკისრებს.

„თქვენ ვერ ხვდებით კონტექსტს, თუ რა ხდება დღეს სამყაროში და იქცევით ამ კონტექსტის საწინააღმდეგოდ. თქვენ გაქვთ მოწყობილი პოლიტიკური ჭაობი ქვეყანაში, სადაც მკვდარია პოლიტიკური ცხოვრება და არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება არც ერთ პოლიტიკურ ორგანოში. სწორედ თქვენ ტოვებთ ამ ქვეყნის მომავალს წინაპრების წარსული დამსახურებების იმედად და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ აწმყოში სათქმელი და საამაყო არაფერი გვქონდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და ამის მერე გინდათ, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოთ. თქვენ ხართ ამაში დამნაშავე და არა ოპოზიცია.

თქვენ არ ამთავრებთ ამ მტრობას და დაძაბულობას საქართველოში ადამიანებს შორის და თქვენ გყავთ დაყოფილი საზოგადოება ქოცებად და ნაცებად ნაცვლად იმისა, რომ შეგიძლიათ ეს მტრობა დაამთავროთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ამ ქვეყნის განვითარებისთვის და ჩვენი დასავლური მომავლისთვის. სანამ ეს არ შეიცვლება, სანამ თქვენ არ შეიცვლებით, ან ხასიათებით, ან პოლიტიკურად, ჩვენ სულ ვიქნებით ამ ჭაობში, სადაც ახლა ვართ და სულ ექნება პრობლემა საქართველოს დასავლურ მომავალს, ოღონდ არა ოპოზიციის, არამედ თქვენი დამსახურებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა