ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

არის საკითხები, რაც ყველაფერზე უფრო მაღლა დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი-ლევან იოსელიანი

ნახვები: 482 არის საკითხები, რაც ყველაფერზე უფრო მაღლა დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი-ლევან იოსელიანი

ჩვენ და ჩვენი კოლეგები მზადყოფნას გამოვთქვამთ, რათა დავადასტუროთ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ამიტომ, მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეები“ წევრმა ოპოზიციის ინიციატივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ოპოზიცია ერთიანია.

მისივე თქმით, ტექსტზე მუშაობა გრძელდება და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ერთიანობას ოპოზიცია ამ დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურებს.

„გავიგე, რომ თურმე ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ასეთ ბრალდებები წამოვიდა. ეს პერსონალურად ჩემთვის შეურაცხმყოფელია და მაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები. მათი სახელები და გვარები უნდა ითქვას. მოვამზადეთ საერთო წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელების სახელზე, სადაც უკლებლივ, ჩემი კოლეგები, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავადასტუროთ მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, რომ რამე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არის თუ არა პოლიტიკური ჯგუფი, დეპუტატი, რომლისთვისაც ეს სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი, ან უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამე, ვიდრე დღეს ეს გამოწვევა. ვაპირებთ გავაგრძელოთ ტექსტი, რომელზეც საბოლოო შეთანხმებას, ალბათ, რამდენიმე ხანში მივაღწევთ. ეს ტექსტი გადაეცემა მედიასაც და ამ ტექსტს მოვაწერთ ხელს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ მმართველ პარტიასთან, ბევრ საკითხებში, არის საკითხები, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ოპოზიციონერისთვის, ყველაფერზე უფრო მაღლა დგას და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ სულისკვეთებაში მე და ჩემი კოლეგები ვართ ერთიანი და ერთიანობას ჩვენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით აუცილებლად დავადასტურებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა