მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კობახიძემ დაასახელოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ-ვაშაძე

ნახვები: 452 კობახიძემ დაასახელოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ვინც აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ-ვაშაძე

ობახიძემ კონკრეტულად დაასახელოს გვარები იმ ოპოზიციონერი დეპუტატების, ვინც დადიოდა დერეფნებში და აწარმოებდა აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ და მოიტანოს მტკიცებულებები ამ ბრალდებების, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

„კობახიძე და „ქართული ოცნება“ მიეჩვია ტყუილების რახარუხს პრესკონფერენციებზე მტკიცებულებების გარეშე და თუ ამის მტკიცებულებას არ მოიტანს, მოვითხოვ საჯაროდ ბოდიში მოუხადოს ყველა ოპოზიციონერს“, – განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანას მართავდეს პოლიტიკური ძალა, რომლის თავმჯდომარე მუდმივად ტყუილების ტირაჟირებას და პროპაგანდას ახდენს.

„როგორც ჩანს, საქმის აღძვრას აპირებენ ამერიკის ელჩის წინააღმდეგ, აშანტაჟებენ მოსამართლეებს ისე, რომ თუ ვინმე გაბედავს იმ პროგრამაში წასვლას ის სერიოზულად დაიტუქსება იმ ძალადობრივ-კრიმინალური რეჟიმით, რომელიც გაქვთ სასამართლოში კლანის სახით ჩამოყალიბებული და რომელიც აშანტაჟებს მოსამართლეებს, ოჯახებში უვარდება მათ და თვითმკვლელობამდე მიჰყავს მოსამართლეები და ამის მტკიცებულებებს მალე ნახავთ თქვენ და რაც მთავარია, ბოიკოტს უცხადებენ ამერიკას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა