მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 453 არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს - ვოლოდიმირ ზელენსკი

არ დაელოდოთ ბირთვულ იარაღს და გამოიყენეთ მაქსიმალური სანქციები, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციები უნდა იყოს მაქსიმალური, რომ რუსეთმა და ყველა პოტენციურმა აგრესორმა რომელსაც მეზობლის წინააღმდეგ სასტიკი ომის დაწყება მოუნდება იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება ამას.

„არ დაელოდოთ საბედისწერო გასროლას, არ დაელოდოთ რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას – ქიმიურის, ბიოლოგიურის, ღმერთმა არ ქნას ბირთვულის. ნუ გაუჩენთ აგრესორს განცდას, თითქოს მსოფლიო საკმარის წინააღმდეგობას არ გაუწევს. ასეთი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მე ვფიქრობ ამ დრომდე არ დაწესებულა. სანქციები უნდა იყოს – ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა ბანკის ბლოკირება, გამონაკლისის გარეშე. სრულად უარის თქმა რუსეთის ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე. რუსეთთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ეს უნდა იყოს სანქციებით ზეწოლის ისეთი პრეცედენტი, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დატოვებენ, ოპერირებისთვის უკრაინის ბაზარი შესთავაზა.

„ვთავაზობთ ყველა კომპანიას, რომელიც რუსეთის ბაზარს ტოვებს, გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა უკრაინაში. თქვენ მიიღებთ წვდომას არა მხოლოდ ჩვენს 40 მილიონიან ბაზარზე, არამედ საერთო ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა