თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე-ზელენსკი

ნახვები: 625 უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე-ზელენსკი

უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე და შემდგომში ერთიანი პირობითი საზღვრის შესახებ, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.

უკრაინული მედიის ცნობით ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან ერთად უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ და შემდგომ ერთი პირობითი საზღვრის შესახებ. ჩვენ მივედით შეთანხმებამდე, რომ უახლოეს მომავალში ეს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებად გადავიტანოთ. პირველ რიგში საერთო საზღვრებთან და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით, შემდეგ კი ერთიანი პირობითი საზღვარი, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აქვე ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ ყველა საჭირო გადაწყვეტილება, ჯერ უკრაინის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი სრულუფლებიანი წევრობა, აუცილებლად იქნება მიღებული.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთის სეიმს, რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში გადასული უკრაინის მოქალაქეების დახმარების თაობაზე ბოლო დროს მიღებული კანონისთვის.

„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ პოლონეთში გადასულიყვნენ, თითქმის იგივე უფლებებსა და შესაძლებლობებს იღებენ, რასაც პოლონეთის მოქალაქეები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა