თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: სანქციებმა რუსეთისთვის ყველა სავაჭრო დერეფანი გაანადგურეს

ნახვები: 626 რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: სანქციებმა რუსეთისთვის ყველა სავაჭრო დერეფანი გაანადგურეს

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა პრაქტიკულად ყველა ის ლოჯისტიკური დერეფანი გაანადგურა, რასაც რუსეთი ვაჭრობისთვის იყენებდა.

ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

მისი თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთს სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის, რის გამოც იძულებულები არიან ვაჭრობის ახალი გზები მოძებნონ.

„სანქციებმა, რაც დღეს რუსეთის ფედერაციისთვისაა დაწესებული პრაქტიკულად გაანადგურეს ყველა ლოჯისტიკური [დერეფანი] ქვეყანაში. და ჩვენ იძულებულები ვართ, ერთად ვეძებოთ ახალი ლოჯისტიკური დერეფნები“ - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა.

საველიევის თქმით, მოსკოვი ფიქრობს ისეთი ალტერნატიული სავაჭრო გზების გამოყენებაზე, როგორიცაა საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი (INSTC) - ტრანზიტული გზა, რომელიც ინდოეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და რუსეთთან და ევროპასთან ირანის გავლით აკავშირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა