ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

2023 წლის პირველი იანვრიდან პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს „ლიბერთი ბანკი“ გასცემს

20.05.2022 ნახვები: 558

2023 წლის პირველი იანვრიდან პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს, შვიდი წლის ვადით კვლავ „ლიბერთი ბანკი“ გასცემს. 105 მილიონიან ტენდერში ერთადერთი მონაწილე „ლიბერთი ბანკი“ იყო და შესაბამისად, სახელმწიფო კონტრაქტს სწორედ მასთან გააფორმებს. ტენდერში გამარჯვებულად „ლიბერთი ბანკი“ ოფიციალურად დღეს დასახელდა.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული პირობების მიხედვით, პირველი იანვრიდან პენსიონერები საპენსიო სესხებს გაუმჯობესებული პირობებით აიღებენ და წლიური საშუალო საპროცენტი განაკვეთი 26 პროცენტი იქნება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, პენსიონერებისთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„კომისიამ დაადგინა ახალი პირობები პენსიონერებისთვის. შესაბამისად, დღეს ოქმს მოეწერა ხელი, სადაც „ლიბერთი ბანკი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ შვიდი წლის განმავლობაში პენსიონერებს მოემსახურება განახლებული პირობით. თანხის შეტანა-გამოტანა იქნება უფასო, მათ შორის უფასო იქნება კომუნალური გადარიცხვები. ამასთან, ყველაზე მთავარი, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც აქამდე 36-40 პროცენტი იყო, ზედა ზღვარი იქნება 26 პროცენტი. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. პირველ ყოვლისა, მინდა, პრემიერ-მინისტრს, ეროვნულ ბანკსაც, ოპოზიციასაც, ვინც მონაწილეობდა ამ კომისიაში, მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობა „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერი ცხოვრობს. 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემლების უზრუნველყოფით, 342 მილიონი ლარის სესხია გაცემული.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით 28 ივლისს შეიქმნა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა