თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ტექნიკა გამოუყო

ნახვები: 625 ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ტექნიკა გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა გამოუყო.

როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა მიიღებს საარტილერიო დანადგარებს, რადარებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ ბრძოლის ველზე.

პენტაგონში განმარტეს, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამ კონტრსააარტილერიო რადარს, 18 ჰაუბიცს, ასევე მათი გადაადგილების საშუალებებს. ეს იარაღი უკრაინაში დაუყოვნებლივ გაიგზავნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან.

ამრიგად, აშშ-ის მიერ 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილი თანხის რაოდენობა 3,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უახლოეს ხანში უნდა მოაწეროს ხელი სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელითაც უკრაინა დამატებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა