მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კმაყოფილი ვარ ექიმებით, სააკაშვილს ყველაფერი სწორად უკეთდება, მაგრამ აქვს მძიმე მდგომარეობა-გიული ალასანია

ნახვები: 456 კმაყოფილი ვარ ექიმებით, სააკაშვილს ყველაფერი სწორად უკეთდება, მაგრამ აქვს მძიმე მდგომარეობა-გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებით კმაყოფილია.

ალასანიას განმარტებით, სააკაშვილს კლინიკაში ყველაფერი სწორად უკეთდება, თუმცა ამ დრომდე ვერ იღებს საჭმელს და ამ მხრივ მდგომარეობა არ იცვლება.

გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე გარემოს შეცვლა იმოქმედებს დადებითად.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ყველაფერი, რაც უკეთდება, ძალიან სწორად უკეთდება. უბრალოდ, ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა, ძალიან ბევრი დიაგნოზია და ბევრი გამოკვლევაა საჭირო. რაც დავინახე ეს არის. ეს არ ცვლის იმ ძირითად მიზეზს, იმას, რომ ადამიანი ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. საკმარისია, ერთი ლუკმა ჩაიდოს, იმ წუთში ამოსდის უკან. ასეთი მდგომარეობა გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურია. შეიძლება, არც არის და მეშლება. მე მგონია, გარემოს შეცვლა, გაყვანა დადებითად იმოქმედებდა“, – განუცხადა გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შესვლამდე ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა