War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსების გასაჩერებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა

ნახვები: 431 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსების გასაჩერებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსებისთვის გასაჩერებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. ცვლილების თანახმად, სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე ტაქსებს კანონიერად ექნებათ მგზავრთა ჩამოსმის საშუალება ისე, რომ საგზაო მოძრაობას და მგზავრებს დამატებითი საფრთხე არ შეექმნათ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხის წარდგენისას, პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის, M1 კატეგორიის ავტომობილებისთვის, იგივე ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მგზავრების უსაფრთხო აყვანა-ჩამოსმის საკითხების დარეგულირება და საპარკინგე სისტემის გაუმჯობესება.

„საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება, პირველი და ყველაზე უმთავრესი სწორედ ტაქსების საავტობუსე ზოლში მოძრაობის კანონიერების საკითხია.​ საავტობუსე ზოლები ეტაპობრივად მოეწყობა ყველა გამზირზე, შესაბამისად ტაქსებისთვის გარკვეულწილად რთულდება მგზავრების აყვანა – ჩამოსმის საკითხი. ავტობუსის ზოლში გაჩერებისთვის მოქმედი კანონმდებლობით ტაქსი ექვემდებარება დაჯარიმებას. აქედან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და პაკეტის სხვა კანონპროექტებში გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ საავტობუსე ზოლების მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვროს სპეციალური ადგილები ტაქსებისთვის, სადაც კანონიერად ექნებათ მგზავრთა ჩამოსმის საშუალება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მაია ბითაძის განმარტებით, ცვლილება ასევე ითვალისწინებს ჯარიმების კორექტირებას, ახალი ჯარიმების შემოღებას იმ შემთხვევებისას, რომლებიც საპარკინგე სისტემის გამართულად ფუნქციონირებას აფერხებს. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში ჯარიმის გაზრდა 10-დან 50 ლარამდე. ასევე, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

დისკუსიის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა