მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ნაცმოძრაობის“ ლიდერებისგან ბოიკოტის საკითხი არ დამდგარა, ვინ დააყენა? ნონა მამულაშვილმა? ხოდა, წავიდეს-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 450 „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისგან ბოიკოტის საკითხი არ დამდგარა, ვინ დააყენა? ნონა მამულაშვილმა? ხოდა, წავიდეს-გიორგი ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ბოიკოტის საკითხი არ დამდგარა, ეს არის ტყუილი. ვინ დააყენა? ნონა მამულაშვილმა? ხოდა, დატოვოს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, ვისაც უნდა პარლამენტიდან გასვლა, უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს.

„ვისაც უნდა, წავიდეს და დატოვოს. ამას რომ იტყვის, განცხადება დაწეროს. ვის რას თვლის, რომ აზრი აქვს, თავად გააკეთოს – განცხადება დაწეროს. მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბრით არ შეგვჭამეს?! – სტოლტენბერგი შეხვედრას აუქმებს და ევროინტეგრაციის გზა კითხვის ქვეშაა და ესენი ჩაციკლული არიან ერთსა და იმავე იდიოტიზმზე! ეს არის ჩემი პასუხი. მე დავწერ მაშინ, როცა დავინახავ, რომ ამას შედეგი ექნება, დავწერ კიდევ, მაგრამ არა ისე, რომ მათსავით მეორე დღეს ტალახში ვიბურჯგნიალო. პარლამენტარები ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ. ორ-სამ თვეში სხვა რეალობაში ვიქნებით, ხომ ხედავთ, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ვინც სხვა აზრზეა, განცხადება დაწეროს. ჯერ თავისი პარტიიდან დაიწყონ და შემდეგ სხვას მოუწოდონ, არ შეგვჭამეს, კაცო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა