მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ს საქმიანობას- ერდოღანი

ნახვები: 454 თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ს საქმიანობას- ერდოღანი

შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ თურქეთი დათანხმდება მის ნატო-ში გაწევრიანებას, ტერორისტების დაბრუნების გარეშე, – ამის შესხებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პარლამენტში, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ შეხვედრაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი განხილვის გარეშე ნატო-ს გაფართოების საკითხს არ დათანხმდება.

„ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და თურქეთი არ დათანხმდება, რომ ამ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს. ნატო-ს გაფართოება თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის შეესაბამება ჩვენ მგრძნობიარობას. თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად, შვედეთი უარს ამბობს ტერორისტების ექსტრადირებაზე. შვედეთის და ფინეთის დელეგაციები არ უნდა შეწუხდნენ თურქეთში ჩამოსვლით. შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ თურქეთი დათანხმდება მის ნატო-ში გაწევრიანებას, ტერორისტების დაბრუნების გარეშე. თურქეთი ნატო-ს მოკავშირეებისგან ელოდება, რომ გაიგებენ თურქეთის მგძნობიარობას კონტრტერორისტული ძალისხმევის მიმართულებით და აჩვენებენ პატივისცემასა და მხარდაჭერას. ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ალიანსის საქმიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა წინადადებას კითხვების გარეშე დავთანხმდებით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა