4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

„ქართული ოცნებისგან“ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 507 „ქართული ოცნებისგან“ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია-გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, რათა დასავლეთმა საქართველოს დაჩქარებულ ინტეგრაციაზე უარი უთხრას.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ანტიქართული და ანტიევროპული ძალა.

„ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ნიკა გვარამიას დაკავება მიზანმიმართულად დაამთხვიეს. გვარამიას დაკავება შეეძლოთ სექტემბერში, იანვარში. რატომ დააკავეს გვარამია პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის წინ? – იმისთვის, თითქოს, ერთი მხრივ, კითხვარი მიაქვთ და აბარებენ ევროკავშირს, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნან  ილუზია, რომ ევროკავშირი უნდათ, რეალურად, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას კანდიდატის სტატუსზე. ამიტომ არიან ანტიქართული და ანტიევროპული ძალა.

არ გამოვრიცხავ, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან რეალურმა ბატონ-პატრონებმა მიიღეს კონკრეტული დავალებები, რა ნაბიჯები გადადგან და როგორ იმოქმედონ. აქამდე ორსახოვანი პოლიტიკა სადღაც ჭრიდა, ახლა მსოფლიო ორად იყოფა – ან ხარ ამერიკა, ევროპასთან ერთად, ან რუსეთთან. თავის თავს ხომ არ დააბრალებენ? – შეეცდებიან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს, დასავლეთს ომის დაწყება უნდოდა, მათ ვითომ ომი არ დაუშვეს და ამას შეეწიმააღმდეგა ბიძინა ივანიშვილი, რის გამოც, თითქოს, კანდიდატის სტატუსი არ მიიღეს. თუ ქვეყანა ამ სტატუსს მიიღებს, კონკრეტული წინაპირობებით მიიღებს, რა რეფორმებიც გასატარებელია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა