2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Trump and Xi discuss Russia’s war against Ukraine
AFU General Staff streamlines procedure for discharge from military service
France on Putin at G20: U.S. to decide who is invited
Trump and Xi hold talks at White House
მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს
წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან
ტრამპმა სი ძინპინს თეთრთავა არწივის ქანდაკება აჩუქა

მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

ნახვები: 678 მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათis განმავლობაში, მსოფლიოში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 917 417-ს მიაღწია.

ყველაზე მეტი, 94 372 ახალი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა, აშშ-ში დაფიქსირებულია - 45 523, ბრაზილიაში კი - 43 718 შემთხვევა.
როგორც აშშ-ში, ასევე ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრაზილიაში კი 874 ადამიანია გარდაცვლილი.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა კი 17 აპრილს დადასტურდა, როდესაც ვირუსს 12 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა