4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

რუსული მედიის ცნობით, „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს

ნახვები: 486 რუსული მედიის ცნობით, „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს

რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანია ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას უჩერებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, „რაო ნორდიქ ოის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინეთს დენის მიწოდება გადასახადის გადაუხდელობის გამო შეუჩერდება.

„იძულებული ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა განახლდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავდროულად, ფინური ქსელის ოპერატორი „ფინგრიდი,“ აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზარს არაფერი ემუქრება. მაისის დასაწყისში ჰელსინკიმ უარი თქვა „ჰანჰიკივი-1“-ის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე „როსატომთან“ ერთად. ფინურმა მხარემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში პროექტი განიცდიდა მნიშვნელოვან და მზარდ შეფერხებებს და უკრაინის მოვლენებმა რისკები გაამწვავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა