War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ქვეყნის შიგნით და გარეთ ვიმუშავებთ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 431 ქვეყნის შიგნით და გარეთ ვიმუშავებთ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს-გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან მოლდოვის არჩევნების მოდელის დაინერგვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

 

საუბარია განცხადებაზე, სადაც პრემიერი ამბობს: „ყველა არჩევნები დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს“.

 

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებენ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს.

 

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ხელისუფლება შეიცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას წარმოუდგენია და თავის სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოება არ აპატიებს. დასავლური ინტეგრაცია არის გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ვიმუშავებთ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა