მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 446 ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას-სალომე ზურაბიშვილი

მიმაჩნია, რომ დღეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„მე ამას ვერ შევაფასებ და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, თავისთავად და ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა