War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს - მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 431 სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მათი მიზანია, რამენაირად გზები მონახონ, რომ ის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას აარიდონ.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, რეალურად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესწავლა და რელევანტური მკურნალობის დანიშვნა სჭირდება და მას რა მკურნალობაც უტარდება, არის რელევანტური და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.

„როგორც ჩანს, პრობლემა სხვა რაღაცაშია და ეს სხვა რაღაცაა ის, რომ სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს. „ვივამედში“ გადაყვანის მიუხედავად, როცა საკითხი მაინც რჩება აქტუალური უცხოეთში გაყვანაზე, ეს ცალსახად მოწმობს იმას, რომ მათი მიზანია არა მისი ჯანმრთელობისთვის რაღაც საფრთხეების არიდება, არამედ მიზანია – მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა. თავდებობის მოთხოვნა კი, სამართლებრივად არასწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა