კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

გიული ალასანია - „ვივამედში“ კარგი პირობებია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი

ნახვები: 556 გიული ალასანია - „ვივამედში“ კარგი პირობებია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი

მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ძლიერი სისუსტე და გადაადგილება უჭირს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

გიული ალასანია ამბობს, რომ კლინიკა „ვივამედში“ კარგი პირობებია, სამედიცინო პერსონალიც მოსწონს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი სააკაშვილის მდგომარეობისთვის და იქ ვერ მოხდება მისი რეაბილიტაცია.

გიული ალასანიას თქმით, სასწრაფოდ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა და ინტენსიური მკურნალობა.

„ორი დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში, იმასთან შედარებით ბევრად უარესად იყო. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, აბსოლუტურად თეთრი იყო, სიარული ძალიან უჭირდა დღეს. მითხრა, გუშინ სამჯერ დავეციო. საშინელი სისუსტე აქვს. ძალიან ყურადღებიანი ხალხია, კარგი ვითარებაა ამ მხრივ. ანალიზები გაკეთდა, პასუხები შეიძლება, ჯერ არც იყო და უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა, რადგან არც დაკვირვება და არც ეს ანალიზები, გამოკვლევა არ იქნება საკმარისი, რადგან მას სჭირდება ახლა ინტენსიური მკურნალობა, რომ გადარჩეს. გადარჩენაზეა უკვე საქმე. ექიმები ძალიან მომეწონა, ყველა ცდილობს, რომ შეუმსუბუქონ მდგომარეობა, მაგრამ ყველანაირად ჩანს, რომ აქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება. საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რადგან ადამიანი შეიძლება, ყოველ წუთში აღარ იყოს. თვითონ ექიმები ამბობდნენ, ამ კლინიკაშიც არ ჰქონიათ შემთხვევა, რომ ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ, არ არის გამოცდილება. ცხრა დიაგნოზი აქვს უკვე დასმული, ერთმანეთზე უფრო მძიმე. ძალიან კარგ პირობებშია, რა თქმა უნდა, არის საბადრაგო სამსახური, მაგრამ არ შევადარებ გორის პირობებს, პერსონალიც ძალიან მომეწონა, დისტანციაც დიდია, სივრცეც არის, პირობები ნამდვილად კარგია. ძალიან კარგად უვლიან, კარგად მიხედავენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი მისი მდგომარეობისთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში აქვს ტელევიზორი. გარდა ამისა, გიული ალასანიას განცხადებით, არის ნებართვა მასთან დაკავშირებით, რომ შევიდეს კლინიკაში, ასევე პირად ექიმზე და შესაძლოა, შევიდეს ადვოკატიც. „ნიკოლოზ ყიფშიძე ხვალვე შეძლებს ალბათ მონახულებას“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დღეს, 12  მაისს, გადაიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა