შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ნახვები: 194 ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, რუსეთი 2016 წელს ჩატარებულ „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების გავლენის ქვეშ მოქცევას კვლავ ცდილობს.

BBC-ის ინფორმაციით, ბერნემმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ შესაბამის უწყებებს 2016 წლის რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ჰკითხა და დადებითი პასუხი მიიღო.

„მივიღე მკაფიო პასუხი, რომ — დიახ, ასეთი რამ მოხდა“, — აღნიშნა მან.

ბერნემის შეფასებით, ბრიტანეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში არასაკმარის ყურადღებას უთმობდა უცხო სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს და საზოგადოებასაც ამ საფრთხეების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ მიეწოდებოდა.

„ვფიქრობ, ამ საკითხში ზედმეტად პასიურები ვიყავით და საზოგადოება არასაკმარისად ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ რა მასშტაბით ცდილობენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესების ხელყოფას“, — განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ფორმით ჩაერია რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ან რა მასშტაბის იყო სავარაუდო ჩარევა.

მისივე თქმით, გერმანიაში ვიზიტისას რუსეთის მხრიდან პოლიტიკური პროცესების ხელყოფის საკითხი კანცლერ ფრიდრიხ მერცთანაც განიხილა.

ბერნემის განცხადებით, რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკური გარემოსთვისაც პრობლემას წარმოადგენს.

„რუსეთიდან გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, დეზინფორმაცია. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მკაფიოდ დაფიქსირდეს და საჯაროდ ითქვას“, — აღნიშნა მან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსგავსი ფაქტების საჯაროდ განხილვა ევროპელ ამომრჩევლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ ცდილობს მოსკოვი დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოხდენას.

ბერნემის განცხადება ბრიტანეთის მთავრობის წინა პოზიციისგან განსხვავდება. 2020 წელს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2016 წლის რეფერენდუმში რუსეთის შესაძლო ჩარევის მასშტაბი სათანადოდ არ შეისწავლა.

ამასთან, ბერნემს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადგენდა, რამდენად იმოქმედა რუსეთის ჩარევამ რეფერენდუმის საბოლოო შედეგზე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა