პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლით გადაუხადა-იტალიის პრემიერი

ნახვები: 658 გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლით გადაუხადა-იტალიის პრემიერი

რუსული გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა გერმანიაში უკვე გადაიხადა ბუნებრივი აირის საფასური რუბლით, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა.

„მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გერმანიაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა საფასური რუბლებში უკვე გადაიხადა“, – განაცხადა დრაგიმ.

იტალიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლებში ისე, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ასეთი რუხი ზონაა“, – აღნიშნა დრაგიმ.

ამავდროულად, „დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანული კომპანია Uniper SE-ის წარმომადგენელმა, რომელიც გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველია, განაცხადა, რომ კომპანიას ახალი სქემით არანაირი გადახდა არ განუხორციელებია, რადგან გადახდის ვადა მხოლოდ მაისის ბოლოს იწურება.

მანამდე Uniper-ში განაცხადეს, რომ კომპანია შეძლებს გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. ამავდროულად კომპანიის წარმომადგენელმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა Uniper-მა რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა