ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

საქართველოსა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე - საგარეო უწყება

ნახვები: 480 საქართველოსა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა კვიპროსელ კოლეგასთან იოანის კასოულიდისთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას კვიპროსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა. აღინიშნა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შეუქცევადობა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, კერძოდ ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების, ევროკავშირთან პოლიტიკური და საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერის თვალსაზრისით. მინისტრებმა აღნიშნეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ძალისხმევის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არსებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევის ფონზე. რეგიონსა და საქართველოსი არსებული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, კვიპროსის მხრიდან ხაზი გაესვა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ამავე ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ხალხთაშორის და კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას და დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განმტკიცებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა