მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 451 ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე

ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იღებს. როცა მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით ციხეში ჩაჯდა, ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ. ეს სცენარი ვითარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატიმარი თვითდაზიანებაზე თავად არის პასუხისმგებელი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კი პასუხისმგებელი არიან შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე.

„რაც შეეხება სპეკულაციებს, სიმულაციებსა და თვითდაზიანებებს, მათ წარმატება ვერ ექნებათ, რადგან ნებისმიერი პატიმარი იქნებოდა ასეთივე წარმატებული საკუთარ სიმულაციებში. ეს არც ერთმა უწყებამ არ უნდა დაუშვას. რაც შეეხება თავდებობას, თავდებში ვინ დგება? – მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, დაახლოებით იგივეა. „ნაცმოძრაობა“ რომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობას იღებს, სასაცილოა. სააკაშვილი მათი ბელადია და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

„წლის განმავლობაში 150 პატიმარი ციხეში კვდებოდა, ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული. საშუალო მაჩვენებელია 10-დან 15-მდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო პირობებით. თქვენ რომ სასჯელაღსრულების სისტემას გადახედოთ, ასეულობით პატიმარს ნახავთ, რომელთაც უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ სახალხო დამცველი ერთადერთი პატიმრით არის დაინტერესებული. პოლიტიკური ინტერესი არსებობს, რომ ეს კაცი რაღაცნაირად გათავისუფლებული იყოს. ამის უკან მთავარი ინტერესი დგას, რაც არის ქვეყნის ომში ჩართვა. ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, საქართველო რამენაირად ომში ჩაერთოს, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა