თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლუჰანსკში თავშესაფარზე რუსების თავდასხმამ, სავარაუდოდ, 60 ადამიანი იმსხვერპლა

ნახვები: 627 ლუჰანსკში თავშესაფარზე რუსების თავდასხმამ, სავარაუდოდ, 60 ადამიანი იმსხვერპლა

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ თავშესაფარში, რომელიც ერთ-ერთი სკოლის შენობაში იყო მოწყობილი, რუსების დაბომბვამ, სავარაუდოდ, 60 ადამიანი იმსხვერპლა. 

რუსები სკოლას თავს 7 მაისს დაესხნენ. აქ თავს 90 ადამიანი აფარებდა. 27 მათგანი გადარჩა. 2-ის ცხედარი იპოვეს. დანარჩენების ძებნა გრძელდება, თუმცა, ძალიან მცირეა შანსი, რომ ცოცხლები იყვნენ. 

მისივე განცხადებით, აფეთქება შენობის შიგნით მოხდა. 

სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

სერჰი ჰაიდაიმ ასევე თქვა, რომ დღეს, 8 მაისს ბრძოლები ლუჰანსკის რამდენიმე ფრონტზე გრძელდება, მათ შორის, ბილონორივკაში, ვოევოდივკასა და რუბიჟნეში. 

რაც შეეხება სოფელ პოპსანას - აქ რუსებმა საარტილერიო თავდასხმა მიიტანეს 11 სახლზე, სადაც მოქალაქეები სარდაფებში იმალებოდნენ. მაშველები ცდილობენ, ადგილები ნანგრევებისგან გაწმინდონ. 

სერჰი ჰაიდაისვე თქმით, პოპასნაში უკრაინულმა არმიამ უკან დაიხია და უკვე გამაგრებულ პოზიციებზე განლაგდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა