მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთით

ნახვები: 454 უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთით

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 73-ე დღეს ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

მათი ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან.

„სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ხარკოვის მახლობლად არსებული დასახლებების საარტილერიო დაბომბვას. იზიუმის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ჯარების პოზიციების დასადგენად. ცირკუნისა რუსკი ტიშკის დასახლებების მიდამოებში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საავტომობილო ხიდი, რათა შეანელონ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით, ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას ფრონტის ხაზის გასწვრივ და იყენებენ ოპერატიულ და ტაქტიკურ თვითმფრინავებს ჩვენი ჯარების პოზიციებზე სარაკეტო იერიშებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკადა გრძელდება. ოკუპანტებმა სამრეწველო კომპლექსზე კონტროლის დამყარების მიზნით, თავდასხმითი ოპერაციები განახორციელეს.

სამხრეთ ბუჰის მიმართულებით, რუსულმა ჯარებმა საარტილერიო დარტყმები მიაყენეს უკრაინული ძალების პოზიციებს. მათ ქალაქი მიკოლაევი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით დაბომბეს. საპასუხოდ, ივანო-კეპინის დასახლებაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის საწყობი და მოწინააღმდეგის 20 ერთეულამდე სამხედრო ტექნიკა.

დროებით ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში ოკუპანტები იღებენ მთელ რიგ ზომებს რუსული საოკუპაციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული რეჟიმის მხარდასაჭერად. ამ ტერიტორიაზე გაიზარდა საგუშაგოებისა და მობილური პატრულირების რაოდენობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა