თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების უშუალო საფრთხეს ვერ ვხედავ - ნატალია გავრილიტასი

ნახვები: 628 მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების უშუალო საფრთხეს ვერ ვხედავ - ნატალია გავრილიტასი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების უშუალო საფრთხეს ვერ ვხედავ. ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტასმა   „რადიო თავისუფლების“ მოლდოვის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მოლდოვაში ომის გაფართოების გარდაუვალი რისკები არ არსებობს“, – განაცხადა გავრილიტამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ოფიციალურ კიშინიოვს თავს დაესხმებიან, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე მოლდოვა ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებს.

გავრილიტას განცხადებით, არ მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა მოსალოდნელია, რადგან მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა, რომელსაც „არასდროს სურდა და არ ცდილობდა ნატო-ში გაწევრიანებას“.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თქმით, მის ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმა უკუშედეგის მომტანი იქნება, რადგან ბევრი მოლდოველი რუმინეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრია. შესაბამისად, მოლდოვაში შეჭრა გამოიწვევს სხვა სახელმწიფოების ბევრად უფრო ფართო ჩართულობას.

ფოტო: https://www.rferl.org/ 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა