ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 484 ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ-ირაკლი ღარიბაშვილი

ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ნათელი და უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, კანონმდებლობისა და გაერო-ს ქარტიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, საერთაშორისო  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ომმა უკრაინაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში და საქართველოს მთავრობა ეხმარება ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს.

„მადლობა შვედეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებს მასპინძლობისთვის, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროკომისიას, თქვენ ყოველთვის იყავით საქართველოს მჭიდრო პარტნიორები ინტეგრაციის გზაზე. უპირველეს ყოვლისა მინდა ვახსენო, რომ ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ნათელი და უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს ქარტიის. ამ ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის შექმნის სამომავლო საფუძველს.

ომმა უკრაინაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რაც საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მყისიერ დახმარებას და ქმედებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ჩვენ მობილიზაციას მოვახდენთ ჩვენი რესურსებისას, რომ დავეხმაროთ ქვეყანას. სრული სოლიდარობით ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში. საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც უკვე განხორციელდა, შეადგენს 7 მილიონ ამერიკულ დოლარს და გავაგრძელებთ დახმარებას დაახლოებით 28 000 უკრაინელი მოქალაქის, რომლებიც ომის შემდეგ ცხოვრობენ საქართველოში. 5 ტონაზე მეტი დახმარება გაიგზავნა უკრაინაზე სახმელეთო და საჰაერო გზით.

ჩემი მთავრობა ეხმარება ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს მათ დაბინავებაში, სამედიცინო მომსახურებაში, სკოლებისა და ბაღების წვდომის საკითხებში უფასოდ. ჩვენ გავაგრძელებთ მოძმე ერის დახმარებას დამატებით 7 მილიონი დოლარით 2022 წლის ბოლომდე. ჩვენი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინის მოქალაქეებს ეხმარებიან დაბინავებასა და სხვა საკითხებში. საქართველო პირველ ადგილზე არის 190 ქვეყანას შორის უკრაინის ფოსტის ინფორმაციით ჰუმანიტარული დახმარების კუთხით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ერთობა, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა გამოდის უკრაინის დასახმარებლად, საჭიროებს მყისიერ და ქმედით ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ, უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და აღმავლობას ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლონეთში დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „უკრაინისთვის“ მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაშიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა