ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

კომპანიებს საწვავზე გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ-ირაკლი ლექვინაძე

ნახვები: 477 კომპანიებს საწვავზე გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ-ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის. განცხადება ამის შესახებ, სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ -„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ გააკეთა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება. მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან იწყება ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც.

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ტენდენცია აქაც მარტიდან შეინიშნება. თუმცა საცალო ბაზარზე ამას მნიშვნელოვანი კორექტირება ჯერჯერობით არ მოუხდენია. არსებული რეალობა მოწმობს, რომ საქართველოში წარმოდგენილ მცირე ქსელებში, მსხვილისგან განსხვავებით, საწვავის ფასი ბევრად დაბალია და ფასთაშორისი სხვაობა, დაახლოებით, 40 თეთრს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოდის. შესაბამისად, გარკვეულ კომპანიებს, როგორც მცირე, ისე მსხვილ ქსელებს, გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, 15 მაისამდე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ანგარიშს წარადგენს, სადაც 2022 წლის 4 თვის მონაცემები სიღრმისეულად შეფასდება და გამოჩნდება, თუ რის ხარჯზე ინარჩუნებენ კომპანიები ბაზარზე არსებულ ფასებს.

„სააგენტო აუცილებლად წარადგენს რეკომენდაციებს. წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლოა ჩატარებულმა მონიტორინგმა დღის წესრიგში მოკვლევის პროცესის დაწყების ალბათობა დააყენოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გარე ბაზარზე არსებული ვითარება და ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება“,- განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბაზრებზე, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება, გაიაფების ტენდენცია მეტად ხელშესახებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა