მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ავსტრალიამ უკრაინელ სეპარატისტებსა და რუს ოფიციალურ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა

ნახვები: 456 ავსტრალიამ უკრაინელ სეპარატისტებსა და რუს ოფიციალურ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ დამატებითი სანქციები და სამოგზაურო აკრძალვები დაუწესა რუსეთის პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სეპარატისტებს. ამის შესახებ ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი სია გულისხმობს 110 ადამიანისთვის სანქციების დაწესებას, მათ შორის 34 რუსული მოძრაობის წევრია დონეცკსა და ლუგანსკში.

"ამ ადამიანებმა დაარღვიეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის ტერიტორიებზე სამთავრობო უფლებამოსილების დამტკიცებით უკრაინის მთავრობის ნებართვის გარეშე,” - ნათქვამია განცხადებაში.

სანქცირებულთა შორის ასევე არის სახელმწიფო დუმას, რუსეთის პარლამენტის 76 წევრი, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას  ხმა მისცა. 

14 აპრილს ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 14  "სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის" საწარმოს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა