4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ჩეხეთი დაუჭერს მხარს, რომ მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება

ნახვები: 507 ჩეხეთი დაუჭერს მხარს, რომ მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის მილოშ ვისტრჩილის განცხადებით, ჩეხეთი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასოცირებულ ტრიოს, რათა მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება.

„ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირში თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასოცირებულ ტრიოს, რათა მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ შეძლონ დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება. და საერთოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობას რაც ეხება, პრაღაში შეიქმნა ეს ფორმატი და მოგეხსენებათ, მხარდაჭერა დღემდე გრძელდება“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა.

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად პირველ მაისს ეწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა