მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგ ჯერზე სურს, აქციებით, პროვოკაციებით, არეულობით მიზანს მიაღწიოს, რასაც ასრულება არ უწერია-ქადაგიშვილი

ნახვები: 454 „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგ ჯერზე სურს, აქციებით, პროვოკაციებით, არეულობით მიზანს მიაღწიოს, რასაც ასრულება არ უწერია-ქადაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ალბათ დღეს არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით კანონი ბოლომდე უნდა აღსრულდეს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განმარტება იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა. ამ ადამიანმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს. თვითდაზიანების რეჟიმში თუ არ იქნება, მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ალბათ დღეს არის. მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრები ამ პროცესს პოლიტიკურ პროცესს რომ დაარქმევენ, ეს ბუნებრივი მოვლენაა და პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაა. გამოსავალია, კანონი ბოლომდე აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, აქციებით, არეულობით ხელისუფლება ჩამოშალოს, ქვეყანა დაასუსტოს. ქადაგიშვილის თქმით, ამ მიზანს განხორციელება არ უწერია.

„კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში არ იქნება და ელემენტარულ მოთხოვნებს შეასრულებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგ ჯერზე უნდა აქციებით, პროვოკაციებით, არეულობით მიზანს მიაღწიოს და ხელისუფლება ჩამოშალოს, ქვეყანა დაასუსტოს. ამ მიზანს ასრულება არ უწერია ორი მარტივი მიზეზის გამო – ეს არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და საქართველოს სხვა დღის წესრიგი სჭირდება, ვიდრე ამას ომისა და ღალატის პარტია ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად აანონსებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა