მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები ახალი არ არის- პაპუაშვილი

ნახვები: 452 ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები ახალი არ არის- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები საქართველოს მიმართ ახალი არ არის.

 

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პავილიონისი აღნიშნავს: „დღესდღეობით ევროპის და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან“.

 

„ამ კონკრეტული დეპუტატის განცხადებები ახალი არ არის და ასეთი განცხადებების გამო ის გადააყენეს კიდეც კომიტეტის თავმჯდომარეობიდან. მან ისაუბრა საქართველოზე და თქვა, რომ პირადი ომი აქვს „ქართულ ოცნებასთან“. ასეთი ქცევისა და განცხადებების გამო ის გადააყენეს თავმჯდომარეობიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვედრა, რომელიც ვილნიუსში გაიმართა.

 

პაპუაშვილის თქმით, განმარტებაც აღარ არის საჭირო, რა მიზანს ემსახურებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო არსებული პარტიები თუ ჯგუფები.

 

„განმარტებაც აღარ არის საჭირო, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო არსებული პარტიები თუ ჯგუფები რა მიზანს წარმოადგენენ. ბაკურიანის შეხვედრამაც დაგვანახა, რისთვის ემზადებიან – ეს არის ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მას ხალხმა ჩამოართვა და ყოველ არჩევნებზე ქართველი ხალხი ეუბნება უარს. კვლევებითაც კი ეუბნება ქართველი ხალხი უარს, უბრალოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ესმის ქართველი ხალხის ხმა. იმდენად არის დაცილებული ხალხის ინტერესებს, როდესაც დაკავებულია ქვეყნის ჯანჯღარით და მცდელობით, რომ გარკვეულწილად არეულობა შემოიტანონ თან ისეთი თემებით, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის კავშირში. უკრაინაში როდესაც ომი მიდის, ცენტრალური თემა მათთვის არის მიხეილ სააკაშვილი. ეს საერთო ჯამში, აჩვენებს, რა ღირებულებით პლატფორმაზე არის „ნაციონალური მოძრაობა“. ზუსტად იქ არიან და იმას აკეთებენ, რასაც უნდა აკეთებდეს ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ რაიმე კეთილი ზრახვები არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა