ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

თუ ფინეთი NATO-ში შევა, რუსეთმა შესაძლოა ახალი ბაზები შექმნას-ნიინისტე

ნახვები: 603 თუ ფინეთი NATO-ში შევა, რუსეთმა შესაძლოა ახალი ბაზები შექმნას-ნიინისტე

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე აცხადებს, რომ ფინეთის NATO-ში შესვლის შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, აღმოსავლეთ საზღვრის გამაგრება დაიწყოს და ახალი ბაზები შექმნას.

ფინურ გამოცემა Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებების შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი საუბარი ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შემთხვევაში "სამხედრო შედეგებზე" იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საზღვრებთან და ბალტიის რეგიონში დაიწყებს სამხედრო დანაყოფების მობილიზებას.

მისი თქმით, ახლა აღმოსავლეთ საზღვართან, დაახლოებით 1 000 კილომეტრამდე ტერიტორია ვაკუუმშია, ვინაიდან ადგილზე არ არიან რუსი სამხედროები.

ამის გარდა, მან ისაუბრა ბალტიის ზღვის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც, მისი აზრით, რუსული ჯარების წარმომადგენლობა ასევე სავარაუდოა რომ გაიზრდება.

„ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ როცა აღმოსავლეთ საზღვართან არის ვაკუუმი დაახლოებით 1000 კილომეტრზე, სადაც სამხედროები არ არიან წარმოდგენილი, ჩვენ ნამდვილად ვიხილავთ რუსეთის შესაძლო გადაჯგუფებებს ან ახალი ბაზების შექმნას და ჯარისკაცებსა და შეიარაღებას ამ არეალში. ეს საკმაოდ მკაფიოა.

რაც შეეხება ბალტიის ზღვას, უნდა გვახსოვდეს რომ კალინინგრადი რუსეთის აზროვნებაში ერთ-ერთი მთავარია და ბალტიის ზღვაში მათი [სამხედრო] წარმომადგენლობა გაძლიერდება." - განაცხადა ნიინისტემ. 

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 17-18 მაისს სტოკჰოლმში მისი ვიზიტისას უფრო მკაფიო გახდება NATO-ში გაწევრიანებისადმი ფინეთისა და შვედეთის პოზიცია და გეგ,ა.

თავად პრეზიდენტი ემხრობა ალიანსის წევრობას და მიაჩნია, რომ NATO-ში შესვლის შემთხვევაში ფინეთს უსაფრთხოების სანდო გარანტიები ექნება.

ნიინისტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დეკემბერში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა კონკრეტული შეთანხმებები ფინეთისგან, რომ ალიანსს არ შეუერთდებოდა.

ფინეთის პრეზიდენტის აზრით, პუტინის ეს მოთხოვნა აჩვენებს, რომ რუსეთი ფინეთს, ისევე როგორც შვედეთს თავისი გავლენის სფეროდ აღიქვამს.

ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ მაისში ისაუბრებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა