მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლდოვასა და საქართველოს ჰქონდეთ შესაძლებლობები, შეინარჩუნონ სუვერენიტეტი-ლიზ ტრასი

ნახვები: 467 უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლდოვასა და საქართველოს ჰქონდეთ შესაძლებლობები, შეინარჩუნონ სუვერენიტეტი-ლიზ ტრასი

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, ჰქონდეთ გამძლეობა, შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ლონდონის მერის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიოს რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკრაინის გაკვეთილები. დიდმა ბრიტანეთმა ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაგზავნა იარაღი და გაწვრთნა უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ მსოფლიოს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა შეჭრის შესაჩერებლად. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ იმავე შეცდომას. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ მძიმე შეიარაღება იმის შიშით, რომ რაიმე უარესის პროვოცირება არ მოხდეს. ჩემი აზრით, უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია. ახლა არის გამბედაობის დრო და არა სიფრთხილის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, ჰქონდეთ გამძლეობა, შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წმინდაა. თუ ფინეთი და შვედეთი აირჩევენ გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გავაწევრიანოთ ისინი“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა