4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ნახვები: 506 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების გასამართად, რადგან დიპლომატიური გზა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დასაწყისიდანვე დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას, რადგან შუამავლების მეშვეობით დიალოგის ნებისმიერი ფორმატი არაეფექტურია.

„ომის შეჩერება მინდა, მისი დასრულება. არის დიპლომატიური გზა, არის სამხედრო გზა. ამიტომ ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი ყოველთვის დიპლომატიურ გზას ირჩევს, რადგან მან იცის: თუნდაც რთული იყოს, მას შუძლია, შეაჩეროს ათასობით, ათიათასობით ადამიანის დაკარგვა და ასეთ მეზობლებთან ერთად ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონობით სიცოცხლეც კი. მილიონობით ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს. ეს არ არის სასურველი და ნებისმიერ ლიდერს, ეს სურს თუ არა პირადად, არ აქვს უფლება, დიპლომატიური გზა გააუქმოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებმა, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და კანადამ დაინახეს რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების სურვილის არქონა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ნდობა ჩვენი პარტნიორებისგან უმაღლეს დონეზე და რუსეთს უბრალოდ არ აქვს ნდობა. „რუსეთი“ და „ნდობა“ – ეს დღეს არის ანტონიმები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებმა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში უშიშრობა გამოავლინეს, ამიტომ მას რუსეთთან მოლაპარაკების არ ეშინია.

„ლიდერს უფლება არ აქვს შეშინდეს, როდესაც საქმე ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენ დამოუკიდებლობას ეხება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მარიუპოლში მათი ხალხი თუ განადგურდება, თუ გამოცხადდება ფსევდორეფერენდუმი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, უკრაინა მოლაპარაკების პროცესს დატოვებს.

„მიმაჩნია, რომ ეს არ არის ამ სიტუაციის დიპლომატიური მოწესრიგებისთვის სასარგებლო. ეს აუცილებლად შეუშლის დიპლომატიური გზით ომის დასრულებას. ეს ნამდვილად არასწორი ნაბიჯია რუსეთის მხრიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა, დიპლომატიური ჯგუფების ყველა შეხვედრა, მხატვრული და პოლიტიკური თეატრია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, არ დაეხმარონ ოკუპანტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა